გადვიდე wordpress.com-ზე?
ივლისი 4, 2009
კაი ხანია ამ კითხვით ვარ შეპყრობილი.
დიდი შანსია რომ blog.ge ადრე თუ გვიან გარდაიცვალოს, რადგან:
1. ყველა მაინც ვორდპრესზე და ბლოგსპოტზე გარბის. უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუძლებს.
2. ვერ ვხვდები რითი არსებობს blog.ge, საიდან შესდით ფული და რა გარანტია მაქვს რომ არ გაკოტრდება.
3. იეჰოვა ვორდპრესის მხარესაა.
ერთ დღეს რომ გავიღვიძო და აღარ დამხვდეს ადგილზე, ჩემი ყველა პოსტი ქარს ჰქონდეს წაღებული - ხომ გავჭაღარავდები მომენტალურად? მინდა ეგ მე?
მეორეს მხრივ, რაღაც “ეროვნულ” მომენტს აქვს ადგილი, ალბათ კარგი იქნება გამართულმა ქართულმა ბლოგ სისტემამ იარსებობს (ალბათ), ჩემი გადასვლით ერთი აგური გამოეცლება მთლიან შენობას.

გამოვიძახო თუ არა 25-60-60?
ჰოი არტალა, მირჩიე რამე!
Entry Filed under: შეგონებანი. ტეგები: 25-60-60, არტალა, ბლოგი, ვორდპრესი, შეგონება.
14 კომენტარი Add your own
კომენტარის დატოვება
Some HTML allowed:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>
Trackback this post | Subscribe to the comments via RSS Feed



1.
არტალა | ივლისი 4th, 2009 at 4:04 pm
იყავი , იყავი
მარა იქაც კაიაო ამბობენ
აი მეც ეგრე ვარ გაჩერებული …
2.
lintu | ივლისი 4th, 2009 at 5:45 pm
ეგ საკითხები ჩვენს სექტაშიც აქტუალურია, მაგრამ ერთი ანტიგაჭაღარავების სისტემა მაჩერებს მაინც, პროგრამა რომელიც საიტს ყველაფრიანად ინახავს კომპში
3.
domen | ივლისი 4th, 2009 at 8:50 pm
გადადი, გადადი! სანამ დროა
უკვე გათიშეს ერთხელ მაინც (მეტზე თავს ვერ დავდებ) blog.ge და დაიკარგა პოსტები, თუ არ ვცდები.
ლინტუს ნახსენები პროგრამა რომც გამოიყენო, html-ად ინახავს კომპში ყველაფერს და სერვერზე ვერ აღადგენ, რამე რომ იყოს და მეორეც, ხელით უნდა აკეთო ყოველ ჯერზე.
ეროვნული ჩასვრილობა ამ საკითხში რატომ გედარდება, ვერ ვხვდები, ჰქონდათ ამათ თავისი შანსი უკვე და ვერ გამოიყენეს, რა აუცილებელია, თავი თუ პოსტები შეაკლა?
4.
მარიშკა | ივლისი 4th, 2009 at 9:18 pm
ამ საკითხზე მეც Xსირად დავფიქრებულვრ ხოდა ბლოსპოტზე გადავიტანე ჩემი ყველა პოსტი ხოდა იქაც ვარ და აქაც ერტი და იგივე პოპსტებით ანუ დაზღვეული ვარ რა
ისე არ მინდა რო ბლოგ.გე გაითისოს მივეჩვიე ამას უკვე
5.
komisia | ივლისი 4th, 2009 at 11:24 pm
ეჰ, ისე, საკუთარ დომეინსა და სერვერს არაფერი ჯობია, მაგრამ მაგ დენომდე არ გამიფანატებია ჯერ
არტალა → ჰოდა მეც მატორმუზებს, ყოველი პოსტის დაწერისას გული მეთანაღრება, იქნებ ჯერ გადავსულიყავი და მერე დამეწერათქო.
lintu → ეგეთი პროგრამა რომ არსებობდეს (FTP კლიენტების გარდა) დაიღუპებოდა კაცობრიობა
როგორც დომენმა თქვა, მხოლოდ html-ს ინახავს ეგ.
ისე, ამ დალოცვილ wordpress engine-ს ერთი კაი ფუნქცია აქვს, xml ფორმატში შეგიძლია მთელი კონტენტის ჩამოტვირთვა და სხვა ბლოგზე ატვირთვა. ადრე ვცადე კიდეც: http://komisia.wordpress.com
domen → ჩემი მოღვაწეობის დროსაც გაითიშა (ტრეფიკს გადააჭარბეს) მაგრამ პოსტები დარჩა, არ წაშლილა.
მარიშკა → მეც მომიწევს მგონი გადატანა
6.
lintu | ივლისი 5th, 2009 at 12:10 am
ხო, ჰტმლს ინახავს, მაგრამ ფაქტიურად საკმარისია ბლოგის შესანახად.
ისე მეც ვაპირებ ორივეგან რო მქონდეს
7.
komisia | ივლისი 5th, 2009 at 12:00 pm
HTML დამახსოვრებას ჯობია ნოუტპედში შეინახო ტექსტი
8.
charger | ივლისი 5th, 2009 at 1:54 pm
იმედია არ გაკოტრდება
9.
ადმინისტრატორი | ივლისი 8th, 2009 at 1:26 am
ჰეი! როგორ ხარ?
გადახვალ თუ არ გადახვალ, რა თქმა უნდა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ნება მომეცი რამდენიმე საკითხი დანამდვილებით გითხრა:
1. Blog.ge-ზე ცვლილებებია მოსალოდნელი და შეიძლება დომენი შევიცვალოთ მაგრამ 2-3 კვირით ადრე აუცილებლად ყველა მომხმარებელს შევატყობინებთ მოქმედების გეგმას და ჩანაწერები არავის დაეკარგება!
2. ამ პროექტს ფული არ მოაქვს, უბრალოდ იმიტომ არსებობს რომ მე პირადად მსიამოვნებს მისი არსებობა
3. ერთი-ორი კვირაც მოითმინეთ და სიახლეებით შეგაწუხებთ ყველას
10.
ლიშთოთა | ივლისი 10th, 2009 at 12:40 pm
გირჩევ, გადახვიდე
11.
kate_alukard | აგვისტო 15th, 2009 at 7:38 pm
მე ბლოგ.გეს ერთგული ვარ მარად და მარად
ნუ ძალიან ცოტახანია რაც პოსტების დამატება დავიწყე მაგრამ არსადაც არ გადავალ ვოტ
12.
კახა | სექტემბერი 10th, 2009 at 5:45 pm
მართლაც საკუთარ დომეინსა და სერვერს არაფერი ჯობია
ვისაც გვაქვს, მშვიდად ვართ.
13.
komisia | სექტემბერი 21st, 2009 at 2:33 am
ეჰ, საკუთარ ჰოსტს მართლა არაფერი ჯობია
14.
Derosa&hellip | მარტი 10th, 2010 at 9:32 am
…
Skoro eto sluchitsya …