საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდი

თქვენ იმყოფებით komisia corporation-ის ოფიციალურ ბლოგზე. ჩვენი კორპორაციის საქმიანობის სფერო მოიცავს ყველა დარგს, ხოლო გავლენისა — მთელ ირმის ნახტომს მასში შემავალი ყველა სისტემით. ჩვენი სათაო ოფისი მდებარეობს ირმის ნახტომის მზის სისტემაში, პლანეტა “დედამიწაზე”.

შევეცდები მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ  komisia corp ბლოგის შესახებ.

ბლოგს მართავს  komisia corp-ის სააღმსრულებლო საბჭოს გენერალური თავჯდომარე, komisia corp-ის სენატის უვადვო სპიკერი, komisia corp-ის სამეცნიერო—კვლევითი ლაბორატორიის ექსპერიმენტებისა და სიახლეთა დანერგვის ბლოკის შეუცვლელი მეცნიერი, სამგზის ნობელის პრემიის ლაურეატი კაცობრიობის განვითარების დაჩქარების დარგში, საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული უსაფრთხოების ნაციონალური კომისიის სააღმსრულებლო ბლოკის საინიციატივო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტორთა გამოყენების დეპარტამენტის უკომპრომისო და ნეოქარიზმატული დირექტორი -  გიორგი ბერიკელაშვილი.

სწავლა სიკვდილამდეო (არადა ჩემ დროს სიბერემდე იყო) და არ ვკმაყოფილდები ამჟამინდელი ცოდნით — 2007 წლიდან ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზესის ფაკულტეტზე. მანადმე დავამთავრე ერთადერთი და განუმეორებელი თბილისის 199-ე საჯარო სკოლა-პანსიონი “კომაროვი”. პარალელურად ვსწავლობდი გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტთან არსებულ “ნორჩ მათემატიკოსთა და პროგრამისტთა სკოლაში”.

სხვა სიკეთეებთან ერთად (ფრენა, მეტალზე კვეთა, ბოგირზე ხელით სიარული…) შემიძლია გაწელილი ხმოვანი ბგერების ჰარმონიულად გამომუშავება, ე.წ. “სიმღერა”. 1998 წლიდან ვმღეროდი ანსამბლ “მირანგულაში”, მერე ოპერის ბავშვთა გუნდში, მერე სამების მგალობელთა გუნდში, მერე კიდე ერთგან, მერე ჩემთან… ახლა ვცდილობ ვიღვაწო ანსამბლ “ახალუხლებში”.

ბოლო დროს ვცდილობ უკეთ გავერკვე ვებ-დეველოპმენტში, და ცოტა ფულსაც ვშოულობ.  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ სფეროს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე — თსუ სპეციალობას.

რაც შეეხება გემოვნებას: ვცდილობ ვუსმინო ჯაზს, როკს და ფინანსური აღრიცხვის ლექტორს. არ ვუსმენ პაპსას, რეპს, ანრი ჯოხაძეს და სხვა მატრაკვეცებს. ვუსმენ — ფოლკს (ოღონდ არა ერისიონს და ჩოხებქვეშელასტიკებიან ხალხს), თუმცა  ელასტიკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :D ნამდვილ მამაკაცს ყოველთვის უდნა ეცვას შიგნიდან ელასტიკები. :D ფერადი თუ არა შავთეთრი მაინც :მჰ:

არ ვუჩივი რადიკულიტს,  არ მაქვს მასტოპათიები, კანის ლორწოვანი, ჩირქოვანი და ანთებითი პროცესები, კოლპიტრი, პროსტატიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები, რინიტი, ბრონქიტი, პარადონტიტი, ჰეპატიტი… შესაბამისად — არ ვხმარობ წამალ სალხინოს!

და ბოლოს, მის უცუნცულესობის - სკარლეტ იოჰანსონის მიმართ ვგრძნობ განსაკუთრებულ სიმპათიებს.



6 კომენტარი Add your own

  • 1.    Ali-Pasha  |  მარტი 19th, 2009 at 12:40 am

    alo. es ra gagiketebia. magari prikolia :d

  • 2.    komisia  |  მარტი 19th, 2009 at 12:57 am

    ჩაიცვი… :D

  • 3.    ადმინისტრატორი  |  მარტი 21st, 2009 at 4:40 am

    რა პრიკოლია :D

  • 4.    lintu  |  ივნისი 23rd, 2009 at 12:20 am

    ორი ლეღვის ჩირი ამ კაცს ჩვენი მაგიდიდან

  • 5.    domen  |  ივნისი 23rd, 2009 at 3:59 pm

    მმაგარია! :D :D

    შენი შემოქმედების ფანად, RSS მკითხველად და უცუნცულესობის ამბავში კონკურენტად მიგულე.

    ;)

  • 6.    komisia  |  ივნისი 23rd, 2009 at 11:02 pm

    ოოო, RSS-ს და ფანობას არაუშავს, მარა სკარლეტს ვერ დაგითმობ :D
    5 ლარი რომ მომცე მაინც ვერა… :D

კომენტარის დატოვება

Required

Required, hidden

Some HTML allowed:
<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

Trackback this post  |  Subscribe to the comments via RSS Feed